LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგზაო რუკა ევროკავშირისკენ ოთხ მიმართულებას მოიცავს – მიხეილ ჯანელიძე

67

ევროინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს, ოთხ ძირითად მიმართულებას დაეფუძნება.

განცხადება  საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჯანელიძემ, პარლამენტში რომდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ ახალ ხედვაზე ისაუბრებს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც.

„ საგზაო რუკა ევროკავშირისკენ კონცეპტუალურად გულისხმობს ოთხ ძირითად მიმართულებას. პირველი, ეს არის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის სრული და ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით. ეს გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოებით 70%-ის ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში დანერგვას, ჩვენი დემოკრატიული და სექტორული ინსტიტუტების ევროპული სტანდარტით განვითარებას.

“მეორე მიმართულება არის ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების მიღმა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის პროცესი, რათა აღმოვაჩინოთ დამატებითი საკანონმდებლო მიახლოების საჭიროება და ამ სამუშაოს შედეგად მოვამზადოთ ნიადაგი ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯებისთვის.

“მესამე მიმართულება ამ საგზაო რუკის იქნება 6 ნაბიჯი,ანუ ასოცირების შეთანხმების მიღმა ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოება, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან მაქსიმალური ინტეგრაცია, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა, ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაცია და გაღრმავება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გაძლიერებული თანამშრომლობა და ევროკავშირთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთკავშირების გარღმავება.

“საგზაო რუკის მეოთხე მიმართულება იქნება აქტიური მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის „20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად,“ – განაცხადა მიხეილ  ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები