LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჰაერო იერიშები სირიაში – მაშველებმა ახალშობილების ევაკუაცია განახორციელეს

64

სირიის იდლიბის პროვინციაში საჰაერო იერიშები გრძელდება. მეამბოხეების მიერ რუსული სუ-25 ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთის ავიაციამ პროვინციაში ინტენსიური დაბომბვები დაიწყო.

რამდენიმე ქალაქზე განხორციელებული იერიშების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, რამდენიმე ათეული კი – დაშავდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.

ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივ საავადმყოფოს დაეცა. მაშველებმა კლინიკის სამშობიარო განყოფილებიდან ახალშობილების ევაკუაცია განახორციელეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას უარყოფს და აცხადებს, რომ ავიაიერიშების სამიზნე ისლამისტი მებრძოლების პოზიციებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები