LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჰარ ტაბარი – ჯოლის რომ დავმსგავსებოდი 50 პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია

584

ირანელი საჰარ ტაბარი რომელმაც ანჯელინა ჯოლისთვის დასამსგავსებლად რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, Instagram-ზე წერს, რომ მას ამისთვის 50 პლასტიკური ოპერაცია ნამდვილად არ გაუკეთებია და ეს ინფორმაცია უცხოურმა მედიამ არასწორად გაავრცელა.

საჰარ ტაბარი აღნიშნავს, რომ ეს მსგავსება მხოლოდ ოპერაციის დამსახურება არაა. მისი თქმით, მსახიობისთვის მიმსგავსებაში მას მაკიაჟი ეხმარება და ამასთან ამბობს, რომ მან ანჯელინა ჯოლის განსხვავებული სახე შექმნა.

საჰარ ტაბარის თქმით, Instagram-ზე ორი ექაუნთი ჰქონდა, რომლიდან ერთიც უკვე წაშალა – სწორედ ის ექაუნთი, რომელზეც ჯოლისთან მსგავსების ამსახველი ფოტოები ჰქონდა გამოქვეყნებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები