LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია ცესკოს თავმჯდომარეს კორექტულობისკენ მოუწოდებს

117

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ  “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი” დაარღვია.

საია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებას, რომლითაც მან საიას კვლევას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემაზე „არასერიოზული“ და „არაპროფესიონალური“ უწოდა, განცხადებით ეხმიანება.

„ეთიკის კოდექსი ცესკოს თავმჯდომარეს ავალდებულებს პატივი სცეს კანონს, იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ასევე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას იყოს ტაქტიანი და კრიტიკა, რომელსაც ის გამოხატავს, იყოს დასაბუთებული.

ეთიკის კოდექსი ცესკოს თავმჯდომარეს ასევე ავალდებულებს, რომ მან საკუთარი საქმიანობისას ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს საარჩევნო პროცესთან ან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღებაში, იყოს კომუნიკაბელური და თავი აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას.

საია წლებია აკვირდება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს და საუბრობს ამ პროცესის დროს გამოვლენილ ხარვეზებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

კვლევაზე მუშაობისას, საიამ თხოვნით მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა მოითხოვა. ცესკოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა შეხვედრაზე. ცესკომ არჩია, რომ საჯარო განცხადებით შემოფარგლულიყო, რომელშიც, უნდა აღინიშნოს, რომ ვერ დაასაბუთა ჩვენს კვლევაში წარმოდგენილი ინფორმაციის მცდარობა.

საია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას და მის ხელმძღვანელს საქმიანობის განხორციელებისას იყოს კორექტული და კრიტიკული მოსაზრებები დაასაბუთოს,”- ნათქვამია საიას განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები