LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია: “კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში”

44

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, 10:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. საიას ინფორმაციით,  იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად, ხოლო აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით.

“პრობლემები ძირითადად წილისყრის პროცედურებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ არსათანადო ქცევასთან დაკავშირებით დაფიქსირდა, ასევე იყო კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების რამდენიმე ფაქტი. რამდენიმე დარღვევა საიას დამკვირვებლის მითითების ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის მითითების შედეგად აღმოიფხვრა” – აცხადებენ საიაში.
საიაში ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე დარღვევაზე, მათ შორის თელავის #13 უბანზე აგრესიულად ექცეოდნენ საია-ს დამკვირვებელს. მას არ მისცეს შესაძლებლობა, გასცნობოდა ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საია-ს თხოვნით ჩაერია პროცესში. მარნეულის #48 უბანზე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის პროცედურებს არ დაასწრო დამკვირვებლები. ჭიათურის #14 უბანზე კომისიის წევრმა წინასწარ დაარტყა ბეჭედი 2 ბიულეტენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები