LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია-მ შესაძლოა, ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს

50

საია-მ  შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, თბილისში ჩატარებული საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი პოლიტიკურ აგიტაციად არ შეფასდა.

საია-ს იურისტის, ირმა პავლიაშვილის, განცხადებით, საინტერესოა, სასამართლო განმარტება როგორი იქნება აგიტაციასთან და უკანონო აგიტაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ორგანიზაციამ 2016 წელსაც მიმართა ცესკო-ს და სასამართლოს, როდესაც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო აგიტაციაში და ადგილი ჰქონდა სოციალურ მიმართვებს.

“როგორც კი ანდრეი შევჩენკოს კომენტარი გავრცელდა, ჩვენ დაუყოვნებლივ განცხადებით მივმართეთ ცესკო-ს. განცხადებაში საუბარი იყო, რომ შევჩენკო კახი კალაძის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული და ის მიიჩნევდა, რომ კალაძე კარგი მერი იქნებოდა. აქედან გამომდინარე,  ამ შემთხვევას ვაფასებთ, როგორც სააგიტაციო ღონისძიებას და ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში უკანონო აგიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა აგიტაციაში.  ეს ღონისძიება მიმართული იყო იმ კუთხით, რომ ადგილი ჰქონოდა აგიტაციას,“ – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

 ცესკო-მ განმარტა, რომ გამართული მატჩი არ იყო სააგიტაციო ღონისძიება და ადგილი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები