LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია : მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა

80

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად არ დაზარალებულა და 5001 კვ.მ უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში 28-ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება“ აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი ორგანოები, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების კანონთან შესაბამისობის საკითხით უნდა დაინტერესდნენ.

ორგანიზაციის იურისტები არ გამორიცხავენ, რომ ფაქტი მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების მხრიდან, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

„ 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს, ზვიად ნაზღაიძე არ წარმოდგენდა თბილისში ყიფშიძის ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების მესაკუთრეს და არც ოფციის უფლება გააჩნდა ქონებაზე. შესაბამისად, ზვიად ნაზღაიძე არ დაზარალებულა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს; თბილისის მუნიციპალიტეტმა, ზვიად ნაზღაიძისათვის, თბილისში, ყიფშიძის ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების ჩამორთმევის დროს უსაფუძვლოდ გამოიყენა – საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი; არც ერთ სამართლებრივ აქტსა და ამ აქტებთან დაკავშირებულ ოფიციალური დოკუმენტებში არ არის დასაბუთებული, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისას – საზოგადოებრივი საჭიროება და/ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა.

ზვიად ნაზღაიძეს, უსაფუძვლოდ გადაეცა, თბილისში, საბურთალოს საცხოვრებელ რაიონში, V კვარტალში, სანდრო ეულის ქუჩა #5-ში მდებარე 5001 კვ.მ. უძრავი ქონება; სავარაუდოა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება, მუნიციპალიტეტის მიერ, ნაზღაიძის მხრიდან ქონების შეძენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ქონების გარანტირებულად ჩამორთმევისა და საკომპენსაციოდ 971,260 ლარის (ნაწილობრივ უძრავი ქონების სახით) გადაცემის თაობაზე”, – ნათქვამიას საია-ს კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები