LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

22

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ორგანიზაციის მიერ, საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით ეხმაურება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის არაპირდაპირი შეზღუდვისა და მისი გაჩუმებისაკენ არის მიმართული.

”მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ვაფასებთ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის არაპირდაპირი შეზღუდვისა და მისი გაჩუმებისაკენ მიმართულ მოქმედებად, რაც მიუღებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპით იმოქმედოს და სათანადო რეაგირება განახორციელოს ყველა კანონდარღვევის ფაქტზე, განურჩევლად იმისა თუ ვის მიერ არის ეს დარღვევა ჩადენილი”, –  ნათქვამია განცხადებაში.
საია ბათუმში ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს სააკაშვილის ვიდეო მიმართვას კანონდარღვევად აფასებს და მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას მოითხოვს, რაც  2000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადების საპასუხოდ სოციალურ ქსელში გააკეთა განცხადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები