LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს

59

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლის პედაგოგებს და საჯარო მოხელეებს აქვთ მითითება, რომ არჩევანი განსხვავებული ფორმით გააკეთონ. აღნიშნულთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:

საიას მონიტორებისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს მიცემული აქვთ მითითება, რომ ხვალ კენჭისყრის უბანში მისვლისას და მათ მიერ არჩევანის გაკეთებისას ბიულეტენში არჩევანი განსხვავებული ფორმით დააფიქსირონ. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით და პარალელურად განახორციელონ მათ მიერ დაფიქსირებული არჩევანის ფოტო გადაღება.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფაქტი შეესაბამება რეალობას, საქმე გვექნება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან. კერძოდ, საარჩევნო კოდექსით აკრძალულია: ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. ასევე ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის კაბინაში.

მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც აღქმული იქნება, როგორც კონტროლი ამომრჩევლის ნებაზე. ამომრჩევლებს: არჩევანის დაფიქსირებისას ნება თავისუფლად გამოავლინონ და არ დაარღვიონ საარჩევნო კანონმდებლობა კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოებით. ზეწოლის შემთხვევაში მოგვმართონ საიას თბილისისა და რეგიონულ ოფისებში: ბათუმში, ქუთაისში, გორში, დუშეთში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და ოზურგეთში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები