LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია: ურთმელიძე სწორად მოიქცა, საბჭოს სხდომას რომ არ დაესწრო

35

ურთმელიძე სწორად მოიქცა, როდესაც  უარი განაცხადა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისვლაზე – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დიდი იყო იმის რისკი, რომ საბჭოს სხდომაზე მოსამართლის მისვლა და მთავარი საკითხის განხილვა ანგარიშის მოთხოვნაში გადაზრდილიყო, რაც საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, არავის აქვს უფლება, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლეს ანგარიში მოსთხოვოს. თუმცა, როგორც საიას თავმჯდომარე ამბობს, ეს იმას არ გულისხმობს, რომ  მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს საჯარო განხილვისა და  კრიტიკის საფუძველი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ამ ეტაპზე, მოსამართლესთან გასაუბრების მხოლოდ ერთი ფორმატი აქვს. ამიტომ ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ, კარგი იქნება, თუ  იუსტიციის უმაღლესი საბჭო  შეიმუშავებს რაიმე წესს ან პროცედურას, რომელიც მაშინ ამოქმედდება, როდესაც არსებობს კითხვის ნიშნები რომელიმე მოსამართლის მიმართ ან ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის მოსამართლე ზეწოლის ქვეშ. შესაბამისი პროცედურის საშუალებით, საბჭო კითხვებზე პასუხს მიიღებს და გაატარებს შესაბამის ზომებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები