LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიას საეჭვოდ მიაჩნია გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა რიცხვის ზრდა

63

ვანსა და ხონში ამომრჩეველთა აქტივობა, 14 საათის მონაცემებით,  24 პროცენტზე მეტია.საარჩევნო პროცესს 700-ზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდება. ასევე იმყოფებიან საერთაშორისო დამკვირვებლები.მიმდინარე არჩევნებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც აკვირდებიან. ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც დღევანდელ არჩევნებზე მომხდარი დარღვევებია ასახული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე, აცხადებს, რომ გადასატანი ყუთი ამჟამინდელ არჩევნებზე დაშვებულზე მეტ ამომრჩეველს დასჭირდა. როგორც საია განმარტავს, ვანის 53-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 26 აპრილს გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩვლების 3%-ზე მეტი შეიყვანა, რითაც გადასატანი ყუთით ხმის მიცემის საშუალება დამატებით კიდევ 299 ამომრჩეველს მისცა.

„მოქმედი კანონმდებლობა ამბობს, რომ გადასატანი ყუთით ამომრჩეველთა რაოდენობა, ვინც აძლევს, არ უნდა იყოს 3 პროცენტზე მეტი. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ვანის შემთხვევაში ეს გაზრდილია, დაახლოებით, 300 ამომრჩევლით. 31 უბნიდან 25 უბანზე ეს რაოდენობა არის გაზრდილი,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

სულხან სალაძე აცხადებს, რომ გადასატანი ყუთით ხმის მიცემა შესაძლოა, ამომრჩეველთა ხმების მობილიზებას უკავშირდებოდეს.

„აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შეიძლება, ამ ფორმით და ამ მოცემულობით საგამონაკლისო წესით ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდა, ვინც გადასატანი ყუთით უნდა მისცეს ხმა, უკავშირდებოდეს უკვე ამომრჩეველთა ხმების მობილიზებას, ვინაიდან, ეს რომ იყოს მხოლოდ ერთ ან ორ უბანზე, მაშინ შეიძლება, ვილაპარაკოთ საგამონაკლისო შემთხვევებზე, მაგრამ, როცა 31 უბნიდან საუბარია 25 უბანზე, ბუნებრივია, ეს უკვე აღარ იქნება საგამონაკლისო შემთხვევა,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები