LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საიას შეუძლია, კანონპროექტი საბაგიროებზე ჩვენ დაგვიკავშიროს”

98

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტება გააკეთა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, კერძოდ, სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივაზე. მინისტრის ინფორმაციით,  საუბარი შეეხება იმ საბაგიროებს, რომლებიც სამთო კურორტებს უნდა მოემსახუროს.

გიორგი გახარიამ სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივის შესახებ განმარტება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების კომენტირებისას გააკეთა – საიას ვარაუდით, აღნიშნული ინიაციატივა „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ახსნა კანონპროექტის მიზანი და საჭიროება:

„არასამთავრობო ორგანიზაციებს და საიას  შეუძლიათ ეს პირადად ჩვენთან დააკავშირონ. ეს იყო პირადად ჩვენი ინიციატივა იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც იცით, სახელმწიფო კონცენტრირებულად ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს სამთო კურორტების განვითარებაში, სადაც ამ ინსტრუმენტს  დიდი მნიშვნელობა აქვს.

საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტში წელს ათობით მილიონია ჩადებული, მომავალ წელს იმისთვის, რომ სამთო კურორტები განვითარდეს. მესტიაში, გუდაურში, გოდერძიზე, ბაკურიანში – ყველგან კეთდება ახალი, თანამედროვე სამთო-საბაგირო ხაზები. ამისთვის არის ეს გაკეთებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოპულალურები