LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიდან გავფრინდეთ მესტიაში და რა დაგვიჯდება ავიაბილეთი

1213

მესტიის აეროპორტი ფრენების განრიგთან და ავიაბილეთის ღირებულებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ფრენები მესტიის მიმართულებით ნატახტარის აეროდრომიდან და ქუთაისიდან ხორციელდება.

”ფრენები ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ოთხჯერ სრულდება: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას. რაც შეეხება ქუთაისიდან ფრენებს, ის კვირაში ორჯერ: ორშაბათსა და პარასკევს ხორციელდება.

ავიაბილეთების წინასწარ დაჯავშნა და შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-ს ვებ-გვერდზე: https://goo.gl/ZBeZPm

ბილეთის ღირებულება: ნატახტარი – მესტია – 65 ლარი, ქუთაისი – მესტია – 40 ლარი. 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30 %-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა”, – აცხადებენ მესტიის აეროპორტში.

შეგახსენებთ, მესტიის მიმართულებით ფრენებს ახალი ქართული ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA ასრულებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ  AK-AIR GEORGIA-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა იანვრის ბოლოს გასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები