LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინკასაციო მანქანის დაყაჩაღების ფაქტზე საქმე აღიძრა

63

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე საინკასაციო მანქანის დაყაჩაღების ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით (ყაჩაღობა) მიმდინარეობს, ამის შესახებ „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ სხვა გარემოებები გამოძიებისას გახდება ცნობილი.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შეიარაღებული პირები წინამძღვრიშვილის ქუჩაზე უცხოური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით მივიდნენ. ავტომობილი იქვე გააჩერეს და რამდენიმე წუთში ქუჩაზე მიმავალ საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ და სავარაუდოდ 150 ათასი დოლარი გაიტაცეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილი ინკასაციის მანქანით დატოვეს.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები