LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო 12 ფაქტი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ წყვილებზე

48

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის დაწყებამდე ბევრი არ დარჩა. ყველას თავისი ფავორიტი ყავს, ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს. აქ კი ვნახოთ რას გვეუბნება სტატისტიკა, ციფრები და ისტორია.

საინტერესო ფაქტები დარჩენილ რვა გუნდზე.

 

”ბარსელონა”(ესპანეთი) – ”რომა”(იტალია)

”ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, ”ოლიმპიაკოსისა” და ”ჩელსისგან”. არცერთ სხვა გუნდს არ აქვს ამაზე ნაკლები გაშვებული.

”რომამ” მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა, როდესაც ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა. როგორც მოგეხსენებათ, იტალიელებთან ერთად ჯგუფში ”ჩელსი” და ”ატლეტიკო” გამოდიოდნენ და ჯგუფის ფავორიტებად სწორედ ისინი მიიჩნეოდნენ.

4 ურთიერთშეხვედრიდან ერთი ”ბარსელონამ” მოიგო, ერთი ”რომამ”, ხოლო 2 ფრედ დასრულდა.

 

”სევილია” (ესპანეთი) – ”ბაიერნი” (გერმანია)

”სევილია” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ბოლო 60 წელიწადში პირველად გავიდა. ბოლოს მათ ლიგის 1/4 ფინალში შორეულ 1958 წელს იასპარეზეს და ორი მატჩის ჯამში ”რეალთან“ 2:10 დამარცხდნენ.

”ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 გამართული მატჩიდან 7 მოიგო. ერთადერთი მარცხი ”რეკორდმაისტერმა” პსჟ-სთან იწვნია.

”სევილია” და ”ბაიერნი” აქამდე არასოდეს შეხვედრილან ერთმანეთს. ეს მათი პირველი დაპირისპირება იქნება.

 

“იუვენტუსი”(იტალია) – ”რეალი”(ესპანეთი)

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა კრიშტიანო რონალდომ ამ სეზონში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. პორტუგალიელმა ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩში აიღო მეტოქის კარი.

„იუვენტუსის” ლეგენდარული მეკარე ჯიჯი ბუფონი თავის კარიერაში ჩემპიონთა ლიგის მე-14 სეზონს ატარებს, თუმცა ტურნირის გამარჯვებული არასდროს გამხდარა. ბუფონი ამჟამად 40 წლისაა.

გუნდები აქამდე ერთმანეთს უკვე 20-ჯერ დაუპირისპირდნენ. არცერთი მატჩი ”იუვესა” და ”რეალს” შორის უგოლოდ არ დასრულებულა. ურთიერთშეხვედრებში ჯამში 47 გოლია გასული, ანუ შეხვედრაში საშუალოდ 2 გოლზე მეტი.

 

”ლივერპული”(ინგლისი) – ”მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)

”ლივერპულის” რიგებში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარ მეპასეს ვიხილავთ. ჯეიმი მილნერს 8 შეხვედრაში 6 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

მრავალწლიანი შრომის და გარდაქმნების შემდეგ, როგორც იქნა, ”მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მსოფლიო საბუქმეკერო კომპანიების აზრით, ”სიტის” საკმაოდ მაღალი შანსები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდების მეტოქეობის ისტორია არაერთ საინტერესო ურთიერთდაპირისპირებას ითვლის, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. რაც შეეხება სხვა ტურნირებს, აქ სტატისტიკა ”ლივერპულის” მხარესაა, რომელსაც ”ქალაქელებთან” 87 მოგება და 45 წაგება აქვს. თუმცა რასაკვირველია ცხადია, რომ წლევანდელი ”სიტი” განსაკუთრებულად ძლიერი გუნდია და ბევრის აზრით, წყვილის ფავორიტიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები