LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო ადგილებში სიგარეტის მოწევა იკრძალება: პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო

194

პირველი დაწესებულება სადაც მოწევა აიკრძალება,

პარლამენტი იქნება

საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით მიიღეს.

კანონით, თამბაქოს მოწევა იკრაძალება ყველა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.

მოწევა ზოგიერთ ღია ადგილშიც აიკრძალება.

შენობაში თამბაქოს მოხმარებისთვის, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 2 ათასი, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 ათსი ლარით დაჯარიმდება.

ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსორობა. აკრძალული იქნება, პრიდუქციის გზის ნაწილზე განლაგება.

კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძეა. მისი მოსაზრებით, კანონში, სპეციალური ოთახების მოწყობა მოწეველებისთვის, არ უნდა იყოს გაწერილი.

პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენაზე, კანონის მიღების შემდეგ მისი ადმინისტრირების წესი უნდა გადაწყდეს. ახალი რეგულაციები ძალაში 2018 წლიდან შევა.