LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო აქტივობა დავასრულე – გიორგი კვირიკაშვილი

34

“საჯარო აქტივობა დავასრულე, არაერთხელ ვთქვი,” – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც სვეტიცხოველში, წმინდა მოციქულების ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვაზე იმყოფებოდა.

კვირიკაშვილს ჟურნალისტებმა შეფასება პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ გუნდთან დაკავშირებით სთხოვეს, ასევე დაინტერესდნენ, გააგრძელებდა თუ არა მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საჯარო აქტივობას.

„რა პოლიტიკაზეა საუბარი, დღესასწაულზე ვარ მოსული. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. საჯარო აქტივობა დავასრულე, არა ერთხელ ვთქვი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები