LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო ბაღებში დაწინაურების მსურველი თანამშრომლებისთვის გამოცდები ტარდება

85

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლების თანამდებობრივი დაწინაურების მიზნით გამოცდები მიმდინარეობს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს, რომელსაც სურს დაწინაურება აღმზრდელის, აღმზრდელის თანაშემწისა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტის) პოზიციაზე. ამასთან, ტესტირება სავალდებულოა ზემოთაღნიშნულ სამ პოზიციაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პირებისთვის.

ტესტი შედგება 60 დავალებისგან, რომელთაგან 30 ზოგადი უნარ-ჩვევების ვერბალურ და რაოდენობრივი კომპეტენციას, 30 კი პროფესიულ უნარ-ჩვევებს მოიცავს.

ტესტირებაში  მონაწილეობის სურვილი 800-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები