LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკადრო ცვლილებები იქნება – კახა კალაძე

39

„საკადრო ცვლილებები იქნება,“ – ამის შესახებ კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს იმ გუნდის შემადგენლობას, რომელიც დედაქალაქის მერიაში მასთან ერთად დაიწყებს მუშაობას, თუმცა ამბობს, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება და უახლოეს პერიოდში დასახელდებიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ თანამდებობებს დაიკავებენ.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები და, სხვათა შორის, ძალიან ღია იქნება ეს პროცესები მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში. საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები. ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და მაქსიმალურად შევეცდებით, ყველას პროფესიონალიძმი იქნას გამოყენებული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები