LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკანალიზაციო ჭები ორმოებს წარმოადგენს” – მერია პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობას იღებს

216

“მინდა ერთ პრობლემას შევეხო, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ალბათ თითოეულ ჩვენგანს ხვდება, როცა ავტომობილით გადავადგილდებით, ეს არის ჭების თავები,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკანალიზაციო ჭები ორმოებს წარმოადგენს და ეს სერიოზული პრობლემაა. თბილისის მერი ამბობს, რომ მოსახლეობა ამ პრობლემას იმ ქუჩებზეც აწყდება, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე მოწესრიგებულია. კალაძემ პრობლემის მოგვარება თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, დაავალა.

“მე მესმის, ამასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, რადგან  ეს არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და კონკრეტული კომპანიებისაა, საკომუნიკაციო, GWP-ის და ა.შ. მე მგონია, რომ ეს მიდგომა არასწორია. ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა ამაზე და ირაკლი ბენდელიანს ვავალებ, რომ უახლოეს მომავალში, ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, ეს პრობლემა უნდა იყოს მოგვარებული. იქ სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გვაქვს მოსაწესრიგებელი, როცა მოვაწესრიგებთ, ამას პარალელურად მივხედავთ,”- განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები