LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ადამიანებმა ჩვენება აღარ შეცვალონ – შსს

64

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის, განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც შს სამინისტრო ამზადებს, იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ადამიანებმა ჩვენება აღარ შეცვალონ; ასეთ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები დადგეს და მოძალადეები ციხიდან გარეთ არ გამოვიდნენ.

მეზვრიშვილმა, ასევე, ისაუბრა ოჯახში ძალადობის მიმართულებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც.

ამ დანაშაულებთან მიმართებით არაერთხელ ვთქვით, რომ მკაცრ პოლიტიკას ვუჭერთ მხარს და ეს პრაქტიკაში რეალურად ასეა. ძირითადად, ვიყენებთ იძულების უკიდურეს ღონისძიებებს, ძირითადად, ამ ადამიანებს ვაკავებთსაკმაოდ მკაცრია პროკურატურის მიდგომაც. ისინი, ძირითადად, აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვენ პატიმრობასროდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანონმდებლობის გამკაცრებაზე, აქ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ამ საკითხს საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაული,“ – განცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილემ ოჯახში ძალადობა შეაფასა, როგორც ისეთი კატეგორიის დანაშაული, სადაც მსხვერპლები ჯერ კიდევ თავს იკავებენ პოლიციაში მოსვლისგან.

ეს ჯერ კიდევ არის ისეთი დანაშაული, რომელზეც დაზარალებულები, მსხვერპლები საკმაოდ ხშირად ცვლიან ჩვენებებსამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზეეს უნდა გავაკეთოთ გააზრებულად და არა ისე, რომ მოდით  დღეს რაღაცა პრობლემა გვაქვს, შემთხვევა მოხდა და საკმაოდ მძიმე შემთხვევა მოხდა და ჩვენ ამას ვაღიარებთ  და მოდით ხვალშევიტანოთ ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და .. ჩვენ ამას მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და შინაარსობრივ მხარეს ვსწავლობთ,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები