LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი იქნება პირველი, ვინც დაიცავს უმცირესობების დარღვეულ უფლებებს – ომბუდსმენი

92

თუ დაირღვევა რომელიმე უმცირესობის წარმომადგენლის უფლება, მაშინ სახალხო დამცველი იქნება პირველ, რომელიც დაიცავს თითოეული მათგანის უფლებას – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლგბტ თემი არის ერთ- ერთი ყველაზე მოწყვლადი თემი, რომელიც საქართველოში ხშირად ექვემდებარება ხოლმე დისკრიმინაციას. ამაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშშიც.

“რაც შეეხება 17 მაისის აღნიშნვას. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა ზომა რომ ნებისმიერ პირს ქონდეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლება”- განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება “თანასწორობის მოძრაობის” აქციას და მოთხოვნებს, დატოვოს თანამდებობა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, ნინო ლომჯარიამ, უპასუხა რომ სახალხო დამცბელის ინსტიტუტი არაა ის თანამდებობა, რომელმაც თანამდებიბების დატოვებაზე განცხადება უნდა გააკეთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები