LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი კონტრაქციის მონაწილეების მიერ ძალადობრივი ქმედებების გამოძიებას ითხოვს

62

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 13 მაისს, ნეონაცისტური დაჯგუფების მონაწილეების მიერ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატმა განცხადება გაავრცელა. კერძოდ, ლომჯარია შსს-ს რეაგირებას ითხოვს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

“13 მაისს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონტრდემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა “ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის მუქარას, ფიზიკურ ძალადობასა და სხვა ძალადობრივ მოწოდებებს. გავრცელდა ინფორმაცია “რუსთავი 2“-ის ოპერატორისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, ფიზიკური დაპირისპირებისა და მუქარის შესახებ. ასევე, ნეონაცისტური დაჯგუფების წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი იწყებენ სამოქალაქო გვარდიის რაზმების ჩამოყალიბებას… გავრცელდა ვიდეო კადრები, რომლიდანაც ირკვევა, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალს კონტრაქციის აქტივისტმა დაარტყა სახის არეში. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია სხვა ძალადობის ფაქტებზეც. “, -წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

ლომჯარია ითხოვს, რომ შსს-მ 13 მაისის კონტრაქციის დროს შესაძლო ყველა დანაშაულებრივი ქმედება გამოავლინოს და დამნაშავე პირთა გამოვლენისა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით გამოძიება ჩაატაროს.

შეგახსენებთ, თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, თუმცა ახალგაზრდებმა სამართალდამცველების მიერ კლუბებში ძალის გადამეტების გამო აქციები იმ ღამესვე გამართეს. პარალელურად მიმდინარეობდა კონტრაქციაც, რომელსაც მალევე ქართული მარში შეუერთდა. თხმ-ის აქციის დასრულების მიუხედავად, ნეონაცისტური ჯგუფები პარლამენტის ტერიტორიას არ ტოვებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები