LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ დასკვნას გამოაქვეყნებს

49

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, უახლოეს დღეებში „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე დასკვნას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ დასკვნას, რომელიც ეხება როგორც საგამოძიებო, ასევე სასამართლო პროცესებზე ამ საქმის მიმდინარეობის დროს დაფიქსირებულ დარღვევებს. დასკვნაში საუბარია თანასწორუფლებიანობის დარღვევაზე, უდანაშაულობის პრეზუმპციაზე, პროცესუალურ დარღვევებზე უშუალოდ გამოძიების დროს და, ასევე, სასამართლოს მიმდინარეობის დროს, სადაც არის გარკვეული ხარვეზები,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები