LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახალხო დამცველი ყველანაირად დაეხმარება ზაზა სარალიძეს”- ნონო ლომჯარია აქციაზე მივიდა

49

“სახალხო დამცველი ყველანაირად დაეხმარება ზაზა სარალიძეს სახალხო დამცველის მანდატიდან გამომდინარე” – პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე წუთის წინ სახალხო დამცველი მივიდა. ნინო ლოჯარიას განცხადებით სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების პროცესში დაშვებულ ხარვეზებს შეისწავლის.

“პოლიტიკური თემა არ არის ჩემი კომპეტენცია,სახალხო დამცველის მანდატიდან გამომდინარე სახალხო დამცველი გააკეთებს ყველაფერს სიმართლის დასადგენად,ჩვენ გამოვითხოვეთ უკვე საქმის მასალები ,მოხდება შესწავლა,რომ დავდგინოთ გამოძიების პროცესში რა კითხვები შეიძლება ყოფილიყო, გვექნება ამ პროცესის შეფასება,ვთხოვთ პროკურატურას ამ პროცესთან დაკავშირებული სხვა მასალებიც გაგვაცნოს, გამოძიებამ მკლვლელი ვერ გამოავლინა და რატომ ვერ გამოავლინა იმედია ამას საქმის მასალების შესწავლა გასცემს პასუხს”- განაცხადა ნონო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა საგამოძიებო კომისიის შექმნასა  და ახალი პროკურორის შერჩევის პროცესის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“ეს იქნება მთავარი სიგნალი, რადამოკიდებულება ექნება ხელისუფლებას დამოუკიდებელი მართლმსაჯულების და დამოუკიდებელი პროკურატურის მიმართ,ამ პროცესზე იქნება მნიშვნელოვნად დამოკიდებული  თუ რა მესიჯს აძლევს ხელისუფლება საზოგადოებას, როგორი პროკურატურის ნახვა სურს, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იქნება, ეს უნდა წარიმართოს  სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიული წრეების მაქსიმალური ჩართულობით, თუ მომეცა საშუალება მეც ჩავერთვები, თუმცა პროცესს გავუწევ მონიტორინგს,”-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები