LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობოები კონსულტაციების სახით ჩაერთვებიან – ირაკლი კობახიძე

50

„სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების სახით იქნებიან ჩართული,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა კანონმდებლობის შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი.

ისინი პროცესში იქნებიან ჩართული. მოვისმინე განსხვავებული მოსაზრება, რომ ინიციატივა უნდა მოდიოდეს არასამთავრობო სექტორიდან, თუმცა, ბუნებრივია, ინიციატორი იქნება საპარლამენტო სუბიექტი, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება კონსულტაციების სახით,“- განაცხადა კობახიძემ.

სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, უფლებამოსილება 7 დეკემებერს ეწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები