LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

11

სახალხო დამცველის პოსტზე მმართველ გუნდში შეთანხმებული კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებით, ნინო ლომჯარიას კანდიდატურის ბიუროსთვის წარდგენა მოხდება როგორც „ქართული ოცნების”, ასევე უმრავლესობაში შემავალი სხვა ფრაქციების სახელით.

ლომჯარია ერთ-ერთია იმ ოთხ კანდიდატს შორის, რომელიც სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს. პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები