LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის პოზიციაზე ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა განიხილება

28

სახალხო დამცველის პოზიციაზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილი თავად ადასტურებს.

“რადგან ცალცალკე არაერთი ადამიანი და მედიასაშუალება მეკითხება, აქ დავწერ საჯაროდ: ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს) თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე – შესაბამის ფორმატში,”-წერს ანა ნაცვლიშვილი.

https://www.facebook.com/ana.natsvlishvili.940/posts/10155893790522905

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები