LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო აუქციონზე კიდევ ერთ ხეს ყიდის

107

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად, ევკალიპტის ჯიშის ხე გამოიტანა.

ხის საწყისი ღირებულება 7000 ლარია.

აუქციონში დარეგისტრირებულების სახელები და გვარები არ ჩანს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ხის შესყიდვას ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს.

აუქციონი დღეს 27 მარტის 18:00 საათზე სრულდება.

“ევკალიპტის ჯიშის ხე.

მცენარის სიმაღლე საორიენტაციოდ – 26-27 მეტრი, შტამბის გარშემოწერილობა ფესვის ყელიდან – 10 სმ. სიმაღლეზე – 10,1 მეტრი, შტამბის სიმაღლე – 3,4 მეტრი. აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები”, – ასეთი აღწერილობა აქვს ხეს, რომელიც აუქციონზე იყიდება.

„დმანისის გადარჩენის ფონდი“ ხის შესყიდვის მიზნით მორიგ აუქციონში მიიღებს მონაწილეობას.

ოპოზიციის წევრების თქმით, არ აპირებენ, რომ მარტივად დაუთმონ ყოფილ პრემიერს ევკალიპტის ჯიშის ხე, რომელზეც აუქციონია გამოცხადებული.

ხე, რომლის საწყისი ფასი 7 ათასი ლარია, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად, ევკალიპტის ჯიშის ხე გამოაქვს.

აღსანიშნავია, რომ ხეები მოძრავ ქონებას განეკუთვნება და მისი გაყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს.

კანონით ამ “მოძრავი ქონების” გადატანაც არ იკრძალება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ის არ დაზიანდება და მისი განვითარება არ შეფერხდება.

აღსანიშნავია, რომ ხეების მიმართ დიდ ინტერესს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი  იჩენს. მას უკვე წლებია, სხვადასხვა ლოკაციიდან მრავალწლიანი ხეები ურეკის პარკში გადააქვს.

პოპულალურები