LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ციხისძირში სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებს

112

სახელმწიფო ციხისძირში სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებს. პროექტ “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში ციხისძირში მდებარე 3303 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყიდება. ობიექტი აქუციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა.

“ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების გაზრდილმა რაოდენობამ კიდევ უფრო საჭირო გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, ინვესტორებს ვთავაზობთ ტურისტულად მოთხოვნად ადგილებში მდებარე სახელმწიფო ქონებას სასტუმროს ასაშენებლად”,- ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აუქციონი დღეს გამოცხადდა, მისი დასრულების თარიღი კი 2017 წლის პირველი ნოემბერია. ობიექტის საწყისი ფასი 370 000 ლარს შეადგენს.

111ნახვა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები