LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო გეოლოგიურ ინფორმაციას გაასაჯაროებს

38

მნიშვნელოვანია იმ გეოლოგიური ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

„სახელმწიფომ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მომხდარიყო მის ხელთ არსებული გეოლოგიური რუკებისა და მონაცემების ციფრულ ფორმატში გადატანა. ვფიქრობთ, რომ ეს მონაცემები უნდა გაიხსნას. დღეს აღნიშნული საინფორმაციო პაკეტი ფასიანია და ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს გახსნილი იმისთვის, რომ ინვესტორებმა ნახონ, თუ რა გააჩნია სახელმწიფოს და შესაბამისად, მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება ამ მიმართულებით. საბოლოო ჯამში, დარგის რეფორმის შედეგებით, ჩვენ გვექნება განვითარებული სანედლეულო ბაზა, გამართული ბიზნესპროცესები, ეკონომიკურად მომგებიანი და გამჭვირვალე ბიზნესსისტემა და რა თქმა უნდა, გაზრდილი საინვესტიციო მიმზიდველობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები