LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ილიას ტბასთან სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებს

107

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აგრძელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ინვესტორებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

ამჯერად, სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ ყვარელში, ილიას  ტბის  მიმდებარედ  არსებული 29 962  კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის  ნაკვეთი. უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 5 000 000 ლარის ინვესტიცია,  40 ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა და  40 ადამიანის დასაქმება.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://www.eauction.ge/Home/EntityView/513730

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები