LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტი ჩვენს რეკომენდაციებს არ ითვალიწინებს – NGO

76

კოალიცია “დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის” პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით რეკომენდაციების ალტერნატიულ ვერსიებს სთავაზობს.

როგორც არასამთავრობოებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს იმ  მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომელიც კოალიციამ საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის საბჭოს წარუდგინა.

მათივე შეფასებით, სახელმწიფომ არ გაითვალისწინა სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილების ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭების აუცილებლობა.

“აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის იურისდიქცია გავრცელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე; ინტერესთა კონფლიქტის რისკების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ინსპექტორს ჰქონდეს უპირატესი იურისდიქცია; მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების ეტაპები და ინსპექტორის სამსახურს მიეცეს საშუალება ყველა საგამოძიებო მოქმედება განახორციელოს დამოუკიდებლად; საქართველოს პარლამენტი უნდა დაფიქრდეს პერსონალური მონაცემების მონიტორინგისა და საგამოძიებო მექანიზმის ერთ უწყებაში გაერთიანების მიზანშეწონილობაზე”, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

რას გულიხსმობს ახალი კანონპროექტი და რა იცვლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნით ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

პოპულალურები