LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკორეალიზატორებთან მიმართებით – პრემიერი

50

მინდა ყველამ იცოდეს, სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკის, ნარკორეალიზატორებთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერმა ბოლო დროს მომხდარ უბედურ შემთხვევებზე ისაუბრა.

“მინდა აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან პოზიტიური მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში ნარკორეალიზატორებთან მიმართებით. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ამ უბედურების გამო ახალგაზრდები დავკარგეთ,“ – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები