LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მსოფლიო თანამეგობრობას მიმართავს

74

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი კატეგორიულად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის გადაწყვეტილებას, უწყებამ დღეს განცხადება გაავრცელა. მინისტრის აპარატი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასონ ე.წ. შეთანხმება და მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.
” ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთი თვალსაჩინო გაგრძელება  ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული პროცესისა, რომლიც 2008 წლიდან მიმდინარეობს.

რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის უკვე გაფორმებულია ათეულობით მსგავსი ე.წ. შეთანხმება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სრული და ექსკლუზიური კონტროლის გაძლიერებას ემსახურება.

განგრძობითი ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული პროცესები გრძელდება ჩვენი ძალისხმევის ფონზე, სამშვიდობო პროცესს შევმატოთ მეტი დინამიკა და მხარეებთან ერთად გამოვნახოთ მოსახლების კეთილდღეობისკენ მიმართული ჰუმანიტარული გამოსავალი.

ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების პარალელურად რეგიონში მიმდინარეობს სამხედრო კონსოლიდაცია, რაც უდავო გამოწვევაა როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება და ეს თემა ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხად რჩება.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადოდ შეაფასონ აღნიშნული ე.წ. შეთანხმება და მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოპულალურები