LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო მოქალაქეებს არ იცავს – ირაკლი შიხიაშვილი

108

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი, ირაკლი შიხიაშვილი, მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს არ იცავს.

ამის შესახებ მან ღუდუშაურის საავადმყოფოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

“ეს არის უბედურების მომტანი პროცესი. თუ ადამიანი დაუცველია, იძულებულია, საკუთარი თავი თავად დაიცვას. არ ვამბობ, რომ იარაღით იარონ, მაგრამ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადამიანი. ფაქტია, მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არაფერი დაუშავებია. ის იყო ღირსეული ახალგაზრდა. პატივს ვცემდი, მიყვარდა, ჩემთან ერთად მუშაობდა,” – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები