LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კიდევ ერთი სუბიექტი ტოვებს

85

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სამუშაო ჯგუფი მუშაობას დღეს დაასრულებს.

შესაძლოა, კომისია კიდევ ერთმა სუბიექტმა დატოვოს. როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, პარტია კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს.

კომისია უკვე დატოვა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. თინათინ  ბოკუჩავას განცხადებით, კომისია იყო ფარსი და მასში მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობა” არ მიიღებდა. მისივე თქმით, ივანიშვილს წინასწარ ქონდა განსაზღრული ცვლილებები, რომელიც უნდა შესულიყო კონსტიტუციაში. მმართველი გუნდის განცხადებით კი, კომისიის სხდომები იყო გახსნილი და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო.

რაც შეეხება პრეზიდენტის  პოზიციას შემუშავებულ ვერსიასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი დასაწყისშივე მიიჩნევდა, რომ განხილვაში მოსახლეობის ყველა ფენა უნდა ყოფილიყო ჩართული.