LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახელმწიფო საზღვრამდე 101 კმ-ია!“  – საზოგადოების პროტესტი საოკუპაციო ზოლთან  

76

„არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია!“ – ლოზუნგით ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად, რუსი სამხედროების მიერ დადგმულ ახალ ბანერთან მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. ისინი რუსი მესაზღვრეების მიერ დადგმულ ბანერთან ახლოს მისვლას ითხოვდნენ, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა და სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის ორგანიზატორებმა ბანერი წარწერით „სახელმწიფო საზღვრამდე 101 კმ-ია!“ საოკუპაციო ზოლთან ახლოს დადგეს.

ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანი იყო საოკუპაციო ზოლიდან მსოფლიოსთვის ეთქვათ, რომ რუსეთი ოკუპანტია.

„ჩვენ არ ვაპროტესტებთ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბანერს, ჩვენ ვაპროტესტებთ იმ მცოცავ ოკუპაციას, რომელიც თანდათან უფრო საშიში ხდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ.

გორის ორ სოფელში, სობისსა და ბერშუეთში, ე.წ. საზღვარი რუსმა მესაზღვრეებმა 4 ივლისს გადმოსწიეს.

 

გვანცა ბზიავა 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები