LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო სერვისების მისაწოდებლად ორთაჭალაში ახალი შენობა განთავსდება

111

სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად, ორთაჭალაში ახალი შენობა-ნაგებობა აშენდება.

შენობას ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიწოდებული პარამეტრებით, სახელმწიფო წილობრივი კომპანია „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ ააშენებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ახალი ნაგებობა მმართველობის რეფორმის ფარგლებში შენდება, რომელიც ორთაჭალის სადგურის გევრდით, ყოფილი გვარდიის შენობის ტერიტორიაზე განთავსდება.

„პირველ რიგში იქ იქნება ერთიანი სერვის-ცენტრის ფართი და შემდგომ უკვე, რაღაც პერიოდით განთავსდება ეკონომიკის სამინისტროც. იმიტომ, რომ როგორც იცით – ჩვენ ნაქირავები ფართი გვაქვს. გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ – დავრჩებით ამ შენობაში თუ გადავალთ და მთლიანად დავუთმობთ სევრის-ცენტრს“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის შენობის დიზაინი მუშავდება. ამასთან, იდენტიფიცირებულია 200-ზე მეტი სერვისი, რომელიც იქ გაერთიანდება.

„ამჟამად, აქტიურ ფაზაში ვართ. ამისთვის ორი მენეჯერი გვყავს აყვანილი ეკნომიკის სამინისტროში, რომლებიც მხოლოდ ამ მიმართულებაზე მუშაობენ და ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ, ჩვენ დეტალურ და საზეიმო პრეზენტაციას გავმართავთ“ – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

პოპულალურები