LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო შენობებში მცხოვრებთათვის შემწეობის მიღების აკრძალვა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა

76

საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო შენობებში უკანონოდ მცხოვრებ პირებზე შემწეობის გაცემის აკრძალვა არაკონსტიტუციურად სცნო. ამ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე თამარ თანდაშვილის სარჩელი, რომლის ინტერესებსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავდა.

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ვერ იღებდნენ შემწეობას, რადგან მთავრობას სურდა დაეცვა სახელმწიფო საკუთრება. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ლეგიტიმურია მთავრობის მიზანი, დაიცვას სახელმწიფო საკუთრება, თუმცა ამ სარჩელში განიხილავდა არა ამ მიზნის ლეგიტიმურობას, არამედ იმას, რომ ხომ არ იყო არაკონსტიტუციური ის საშუალება, რითიც სახელმწიფო მიზნის მიღწევას ცდილობდა.

სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო საკუთრების დაცვის არგუმენტით სოციალური საჭიროების მქონე პირების განსხვავება არაგონივრულია. ასევე, არაჰუმანურად მიიჩნია აიძულო ადამიანი არჩევანი გააკეთოთ საცხოვრებელ ფართსა და საარსებო საჭიროებას შორის.

მოცემულ საქმეზე დავის საგანი იყო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით განსაზღვრული წესი, რომლის თანახმად, პირი ვერ დარეგისტრირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუ იგი უკანონოდ არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე არ ეთანხმება ამ ფაქტს.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ პირები რომლებიც უნებართვოდ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში და სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის საჭიროება წარმოეშვათ სადავო ნორმის ამოქმედების (2013 წლის 1 ივნისი) შემდეგ კარგავენ სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას. მაშინ, როცა სადავო ნორმა სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას არ ართმევს სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრებ იმ პირებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირდნენ სადავო ნორმის ამოქმედებამდე. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ხსენებული პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა თანასწორობის უფლებას არღვევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები