LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებული გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლების საყურადღებოდ!

69

2016 წლის 26 ოქტომბერს 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება მეცამეტე შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან  – გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლებთან.

შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.

შემდეგი, მეთოთხმეტე შეხვედრა 9 ნოემბერს  ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან სასტუმროების მომსახურების  სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.

 

პოპულალურები