LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

501

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილეები ლევან ღირსიაშვილი და კახა ოქროჯანაშვილი, საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ღიბრაძე და ამავე ცენტრის უფროსი მრჩეველი რუსუდან კახიშვილი ესწრებოდნენ.
საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, საბჭოს აპარატისა და კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესახებ. ასევე ისაუბრეს იმ სამუშაოების თაობაზე, რომელიც კატასტროფის რისკის შემცირების სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით საბჭოს ეგიდით მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ერიკ ჰოეგმა, ოპერაციების უფროსის მოადგილე ფლორენტინ დუმიტრუ დიკუმ და მისიის უსაფრთხოების უფროსმა ოფიცერმა მაიკლ მოუერმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერეს და საქართველოში კრიზისების მართვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ.
ეროვნული სიტუაციური ოთახი, რომელიც 2016 წლის 8 თებერვალს გაიხსნა, ბრიტანული მოდელის მიხედვით შეიქმნა, ამავე დროს იგი მორგებულია ქართულ სპეციფიკას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები