LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფომ ორ კოოპერატივს 25 წლიანი იჯარით სათიბ–საძოვარი გადასცა

105

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კოოპერატივებს: „რკგანძა +“-ს და „რკულეველას“ ნინოწმინდისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, 25 წლიანი იჯარით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 1 698 ჰა. სათიბ–საძოვარი გადასცა.

კოოპერატივებში გაერთიანებულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა საკუთრებაში 900 სულზე მეტი მსხვილი რქოსანი პირუტყვია. როგორც სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული პროგრამის მიზანია, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მთიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება.

შეგახსენებთ, სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივებს იჯარით 3 726 ჰა სათიბ–საძოვარი გადაეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები