LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლი, სადაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქორწილი გაიმართა, იყიდება

216

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების პროცესის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ წყვილი შატო მირავალის სახლს ყიდის. US Magazine-ის ცნობით, ყოფილმა მეუღლეებმა უკვე გამოიტანეს გასაყიდად ის ულამაზესი სახლი, სადაც მათი ქორწილი გაიმართა.

საფრანგეთში მდებარე ციხესიმაგრე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოჯახის თითოეული წევრისთვის. ამაზე ჯოლი და პიტი ხშირად საუბრობდნენ  ინტერვიუების დროსაც. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ცნობილი იყო, რომ წყვილი ამ სახლს არ გაყიდიდა, თუმცა გეგმები შეიცვალა. შატო მირავალი, რომელიც 500 ჰექტარზეა გაშენებილი, წყვილს 60 მილიონი დოლარი დაუჯდა. ესაა ულამაზესი ციხესიმაგრე, სადაც ასევე გაშენებულია მინი-ფერმა. მეტიც, აქაა ყურძნის უნიკალური სახეობა, რამასც წყვილს მისცა საშუალება სახელობითი ღვინოც ეწარმოებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები