LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახლში მივდივარ. ხალხს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ” – რას ჰყვება დაკავებული ჯიმი ვარშანიძე

39

„სახლში მივდივარ. ხალხს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ახლა კარგად ვარ, ყველა გამოგვიშვეს,“ – აცხადებს ჯიმი ვარშანიძე “რუსთავი 2”-თან სატელეფონო ჩართვისას. ჯიმი ვარშანიძის და მისი მამის დაჯარიმების მცდელობას მოჰყვა საპროტესტო აქცია ბათუმში, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

მისი თქმით, პოლიციამ არასწორი პარკირების გამო დაჯარიმება გადაწყვიტა და არ გაითვალისწინეს მათი მდგომარეობა- ვარშანიძეები გარდაცვლილი ოჯახის წევრის საფლავიდან ბრუნდებოდნენ. ჯიმი ვარშანიძე მომხდარს დეტალურად ჰყვება და ამბობს, რომ ჯარიმის გამო გაღიზიანდნენ, ამის შემდეგ კი პოლიციამ მათი ჩასმა ავტომანქანაში ძალით სცადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები