LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახლში შემოვიდა სპეცრაზმი და მომიპარა” – რუსთავი 2-ის ოპერატორი

66

“რუსთავი 2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა ფოთის პორტში მყოფი ბორანი, სახელწოდებით “ვილნიუსი” უკვე დატოვა.

მან ჟურნალისტებთან გაიხსენა, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება.

შავშიშვილის თქმით, მას უკრაინამ სამწლიანი დეპორტაცია გაუკეთა, თუმცა ამ მოვლენებამდე, უკრაინაში ცხოვრების ვადა 24 ნოემბრამდე ჰქონდა განსაზღვრული.

„დღის 11:00 საათი იყო, ავტომატებით შეიარაღებული 15-მდე სპეცრაზმელი შემოვიდა. სახეში ჩამარტყეს პისტოლეტი, ძირს დამაწვინეს და ფეხებს მირტყამდნენ. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. თვალები „სკოჩით“ ამიკრეს და გამომიყვანეს. ვერ ვხვდებოდი სად მივყავდი. შემდეგ შემაგდეს მიკროავტობუსის საბარგულში და გაურკვეველი მიმართულებთ წამიყვანეს. ვერაფერს ვხდავდი, მაგრამ როგორც მივხვდი, მანქანა გამოცვალეს, სხვა მანქანაში გადამიყვანეს. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ გამოცვალეს მანქანა. მერე ვერტმფრენების ხმა გავიგე, აეროპორტში. ვერტმფრენში ამიყვანეს. რაღაცეები წამიკითხეს, რომ სამი წელი ვეღარ შემოხვალ… ვერტმფრენში ძირს დამაწვინეს და გაურკვეველი მიმართულებით გავფრინდით. დახლოებით ორი საათი ვიფრინეთ, სადღაც ჩავფრინდით, ისევ სპეცრაზმის მანქანა დამხვდა და აღმოვჩნდი გემზე. ეს მთელი დღე გრძელდებოდა, ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს

ჩვეულებრივად მომიპარეს. სახლში შემოვიდა სპეცრაზმი და მომიპარა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თამაზ შავშიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს სხვა მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქებიდან აიყვანეს და ისინი უკვე გემზე ნახა. შავშიშვილის განმარტებით, სულ 10-მდე ქარველის დეპორტაცია მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები