LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახურავებზე აკეთებენ მწვანე საფარს და არ მგონია, ელიავაზე ეს შეუძლებელი იყოს – დავით ნარმანია

73

თბილისის მერი, დავით ნარმანია, ელიავას ბაზრობის ადგილზე სარეკრეაციო ზონის გაშენების შესახებ ლაბორატორია “მუმპიტესტის” მიერ დადებულ კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.

„მეეჭვება ეს კვლევა და ამ კვლევის შედეგი. მითუმეტეს, რომ არავის უნახავს დღემდე კვლევა თავიდან ბოლომდე და ის, თუ რას ეყრდნობა. დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი თუ მივიღებდი ასეთ კვლევას. თუმცა, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ სახურავებზე აკეთებენ მწვანე საფარს და არ მგონია, რომ ელიავას ტერიტორიაზე, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლებელი იყოს გამწვანებული სივრცის მოწესრიგება,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

“მუპიტესტის” დასკვნის თანახმად, ამ ბაზრობის ტერიტორიზე ნიადაგი არ იძლევა საშუალებას, რომ იქ მწვანე ნარგავები გაშენდეს. კვლევის მიხედვით, ნიადაგი იმდენად დაბინძურებულია, რომ სპეციალისტებს კვლევისთვის საჭირო ნიმუშების აღებაც კი გაუჭირდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები