LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს კიდევ 10 ქალაქში განიხილავენ

33

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა კიდევ 10 ქალაქში გაიმართება, ამის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო სხდომაზე მიიღეს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახალხო განხილვის მეორე ეტაპი გაიმართება ზესტაფონში, სამტრედიაში, სიღნაღში, ხულოში, მარნეულში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ფოთში, ყაზბეგსა და მესტიაში. ამასთან, შეხვედრები შედგება თბილისის 10 რაიონში.

კობახიძის განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფთან, უნივერსიტებში აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და ამავე ფორმატში ისაუბრებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ამის შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვები  საპარლამენტო მსჯელობის სივრცეში გადაინაცვლებს.