LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო ცვლილებებში პრობლემური საკითხებია – საჯად კარიმი

64

„ამ რეფორმაზე ბევრი შეკითხვებია და მისი ზოგიერთი ასპექტი, ვფიქრობ, წინააღმდეგობრივია,“ – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, საჯად კარიმმა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-5 შეხვედრის პირველ სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საპრეზიდნეტო მმართველობიდან საპარლამენტო მოდელზე გადასვლის კუთხით საქართველოს მოსახლეობის მოსაზრებები მნიშვნელოვანია.

„ის პროექტი, რომელიც არის შემოთავაზებული, უნდა ვიფიქროთ, რომ არის ცვლილებები, სადაც არის პრობლემური საკითხები, მაგალითად, პროპორციული არჩევნების წესი როდის უნდა შევიდეს ძალაში. ევროპული ინსტიტუტები იზიარებენ ევროკომისიის მოსაზრებას, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს “ვენეციის კომისიის” რეკომენდაციები და მიაღწიოს შეთანხმებას ყველა ძალასთან, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებად იქნება წარდგენილი,“ – განაცხადა საჯიდ კარიმმა.