LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს შინაარსს სრულიად ვიზიარებთ – სალომე სამადაშვილი

86

„საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს სულისკვეთებას და შინაარსს სრულიად ვიზიარებთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები სტაბილურად განვითარდეს და ქვეყანა წინ წავიდეს, უმრავლესობას აქვს კიდევ ერთი შანსი, რომ პრეზიდენტის შენიშვნები თვისობრივად განიხილოს.

უმრავლესობას აქვს შანსი, პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიუდგეს ისე, როგორც ისინი პრეზიდენტის ვეტოს ტრადიციულად მხოლოდ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით უდგებიან და ეს ვეტო მხოლოდ იმიტომ არ დაძლიონ, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირება სურთ. პრეზიდენტის ვეტოს შენიშვნებში კონსტიტუციასთან დაკავშირებით, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების და ვენეციის კომისიის შენიშვნები, ასევე საქართველოში სრულიად პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების შეხედულებებია ასახული,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები